ახალი ამბები
ზუგდიდის მე-5 სკოლის ერთი კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მე-9 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.


ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს.

„პედაგოგს მოსწავლეებთან ურთიერთობა იმ დღესაც ჰქონდა, როდესაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის გამო კლასი თვითიზოლაციაში გადავიდა“, - აღნიშნა რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის გამო ზუგდიდის ორი სკოლა და სამი კლასია სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასული.


 

Print