ახალი ამბები
აბასთუმანში, სავარაუდოდ, კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანისას, მამა - შვილი დაჭრეს
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ აბასთუმანში, სავარაუდოდ, აფხაზეთის ა/რ პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა. ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების ინფორმაციით, საუბარია კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობაზე. მათივე ცნობით, სამართალდამცავების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა და მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მამა-შვილი დაჭრეს, მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათ კვლევები უტარდებათ.

"შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ-ნაგლეჯი ჭრილობა. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უგრძელდებათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - გვითხრა ორჟონიამ.

ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


Print