ახალი ამბები
მტყუანს ***, როგორც მანდ არ ვიყავი და არ დამირღვევია კომენდანტი - ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი 2 000 ლარით დააჯარიმეს 
სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა საპატრულო პოლიციამ 2 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ ქვითარზეა მითითებული, მან კომენდანტის საათი 28 აპრილს, 22 საათსა და 20 წუთზე დაარღვია, რასაც აქტივისტი კატეგორიულად უარყოფს.

"ამ დროს სახლში ვიყავი, არ დამირღვევია. მაშინაც, როცა სხვები აპროტესტებდნენ კომენდანტის საათს, მე შეგნებულად არ გავედი, არ მქონდა შემდეგ გასაჩივრების დრო. იმათაც გამოუწერეს, მაგრამ რეალურად მე არ ვყოფილვარ", - გვითხრა ცაბუნია ვართაგავამ.

მისივე ინფორმაციით, ჯარიმის გასაჩივრებას ის დღესვე აპირებს. შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

ზუგდიდის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ, რისთვისაც როსტომ ზარანდია და მარიამ სიჭინავა 2000-2000 ლარით, 29 აპრილს დაჯარიმდნენ. ისინი გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვას სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ აპროტესტებდნენ.



ამავე თემაზე:


კომენდანტის საათის დარღვევის გამო ორი აქტივისტი დააჯარიმეს


Print