ახალი ამბები
ზუგდიდში ლევან ვასაძის შეხვედრაზე კლიმენტი კეკუტია მივიდა
ზუგდიდში, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან შეხვედრაზე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია მივიდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შემთხვევით აღმოჩნდა, რადგან ზუგდიდში სტუმრად იმყოფებოდა. კეკუტია ამბობს, რომ ვასაძის მეგობარია, თუმცა პოლიტიკაში რამე ფორმით ჩართვას გამორიცხავს.

"ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან. მე აქ ვიყავი შემთხვევით. ლევანის მეგობარი ვარ და როგორ შეიძლება, მეგობრები ერთმანეთის აზრს არ იზიარებდნენ. მე აგიტატორობისგან ცოტა შორს ვარ. არჩევანი ისეთი რამეა, ადამიანს ერთი აქვს. თქვენ გაინტერესებთ, თორემ საზოგადოებას რაში აინტერესებს კლიმენტი კეკუტია რას აკეთებს. მე ერთ რაღაცას გეტყვით და დაგარიგებთ, უბრალოდ, ისეთ რაღაცეებს ვხედავ ტელევიზორში საერთოდ ტელევიზირი უნდა გადავაგდო. ყველაფერი, 99% ტყუილია ტელევიზიაში", - უთხრა ჟურნალისტებს კეკუტიამ.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკური მოძრაობის "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელს ლევან ვასაძეს, მან სკეიტ პარკში შეხვედრა ადგილობრივებთან გამართა და მათ კითხვებს უპასუხა.



Print