ახალი ამბები
ზუგდიდში დიდი რაოდენობით უაქციზო საქონელი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონში 550 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოვლენილია უაქციზო საქონლის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების 2 ფაქტი.

უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. სამართალდამრღვევი მოქალაქეების მიმართ კი შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
Print