ახალი ამბები
ასლან ბჟანია "ოფიციალური ვიზიტით" სირიაში იმყოფება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა. ასლან ბჟანიას "ოფიციალური ვიზიტის" შესახებ მისი პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. აფხაზური დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში "პარლამენტის და მთავრობის წევრებიც არიან, შეხვედრებს დღეიდან, 17 მაისიდან გამართავს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასლან ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან და "აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა".

სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.



Print