ახალი ამბები
ზუგდიდში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, სულ გამოვლენილია 1860 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის 2 ფაქტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
Print