ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერის გადადგომაზე: არასასიამოვნო და მოულოდნელი იყო
ზუგდიდის საკრებულომ მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება ცნობად მიიღო. შესაბამისი დოკუმენტი საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ გიორგი შენგელიას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მერის გადაწყვეტილება მისთვის არასასიამოვნო ფაქტი იყო.

„ნამდვილად არ გამიგია ფეისბუკის საშუალებით მერის გადადგომის შესახებ. 10 წუთით ადრე ვესაუბრე და მითხრა, თუ რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. ეს ნამდვილად მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო. როგორც მითხრა, გარკვეული პერიოდი პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნეიტრალური იქნება. შემდგომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცხოვრება გვიჩვენებს“, - აღნიშნა წოწერიამ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მერმა გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა და თქვა, რომ რომ ამ დროისთვის პოლიტიკიდან მიდის. მის უფლება-მოვალეობას მერის მეორე მოადგილე კონსტანტინე კაკავა შეასრულებს.


Print