ახალი ამბები
თეა ახვლედიანი აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს ზუგდიდში შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, თეა ახვლედიანმა ახალგაზრდების ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მიმდინარეობისა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული ინიციატივა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

მინისტრის თქმით, შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აკისრიათ უდიდესი როლი. მან სტუდენტებს სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სრული თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.
Print