ახალი ამბები
მეთორმეტე კლასელებისთვის ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დასრულდა
საქართველოს მასშტაბით, მეთორმეტე კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულებულია. ბოლო ზარი დაირეკა სამეგრელოს სკოლებშიც. პანდემიის გამო, სასწავლო დაწესებულებებში საზეიმო ღონისძიებები არ იმართება.

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება განათლების მინისტრმა მიულოცა.

"თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
Print