ახალი ამბები
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრება მოახერხეს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, რომლებიც ზუგდიდში პარტიის შეხვედრაზე არ შეუშვეს, ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრება მაოახერხეს. ერთ- ერთი მათგანი, ლალი ანთია ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი არ ოყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ისინი შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ. ანთიას თქმით, მან პრემიერ - მინისტრს უთხრა, რომ ის ხალხი, "ვინც 2012 წელს რისკის ფასად იბრძოდა და ყველაზე კრიტიკულ მომენტში იდგა "ქართულ ოცნებასთან", დღეს ამ დარბაზში არ იჯდა". მან მიმართა მთავრობის მეთაურს კითხვით, სჭირდება თუ არა პარტიას ახლა ეს რესურსი გამარჯვებისთვის, რაზეც , როგორც ამბობს, დადებითი პასუხი მიიღო:

"მე ვუთხარი, ახლა თუ თქვენ გინდათ გამარჯვება, თუ თქვენ მართლა ხართ ერთგული ქვეყნის, აი ეს გვაინტერესებს, აი, ამიტომ მოვედით თქვენთან შესახვედრად და აქ დაიაძაბა სიტუაცია, როგორ გეკადრება ქალბატონო ლალიო, როგორც არასოდეს, ისე გვჭირდება სულ ყველა 2012 წლის ხალხი, ვინც ერთად ვიბრძოდით, ვინც ჩვენთან იყო, ყველა უნდა მოვოძიოთ ჩვენო!", - გვითხრა ლალი ანთიამ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შემდეგ.

დღეს, 23 მაისს, "ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში, პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავენ. ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. პარტიის ლიდერებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზუგდიდელი დალი ლატარია და ლალი ანთია პარტიის შეხვედრაზე, არ შეუშვეს. ისინი აცხადებდნენ, ,რომ პარტიის ლიდერებთან კითხვები ჰქონდათ, თუმცა შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს.



Print