ახალი ამბები
დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან დღეს ზუსტად 103 წელი გავიდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიბებების ფარგლებში, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაკავშირებული ფოტოების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და მას ორგანიზებას ასოციაცია „ათინათი“ უწევს.

ინფომაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წელი შეძლო. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

Print