ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ზუგდიდში, ფაიფურის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში აქცია გაიმართა. ისინი საამქროებთან ახლოს ცხოვრობენ და ამბობენ, რომ გამონაბოლქვი და მტვერი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დევნილები შესაბამის უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დევნილები აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
Print