ახალი ამბები
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტეს (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ბიზნესობიექტების მფლობელებმა და  მოსახლეობამ აღნიშნულ ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, შეზღუდვის გამო მათ სახლში მისვლა შემოვლითი გზით უწევთ. ბიზნესმენები კი ამტკიცებენ, რომ ქუჩის გადაკეტვა ერთ-ერთი მაღაზიის ინტერესებს ემსახურება, რის გამოც სხვა მარკეტებმა მომხმარებელი დაკარგეს.
"მიმოსვლა არის აკრძალული, სახლში ვერ მივდივართ. რომ მივიდეთ არის 4-5- ქუჩით მეტი გასასვლელი. სადაც 100 მეტრი იყო გასასვლელი გავდივართ კილომეტრებით მეტს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.
Print