ახალი ამბები
მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პირი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით მიიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული 8 ახალგაზრდა მამაკაციდან, 2 კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რეფერალური ჰოსპიტალში უთხრეს.

ამავე ცნობით, საავადმყოფოში მკურნალობას კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს, ხოლო 4 ბინაზე უკვე გაეწერა.

ახალგაზრდები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გუშინ დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიყვანეს. ისინი ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.

Print