ახალი ამბები
ზუგდიდში საწვავზე აქციზის გაუქმება მოითხოვეს (ვიდეო)
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა საწვავზე აქციზური გადასახადის გაუქმება მოითხოვეს. მათ ცენტრალურ მოედანზე ტაქსის მძღოლებს სტიკერები დაურიგეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს, რაც მათი თქმით, დოლარის კურსის ზრდით გამოწვეულ კრიზისს შეამსუბუქებს.
"მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ამ უმძიმეს პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის მოსახლეობა, ქვეყანას უჭირს, ეკონომიკური სიტუაცია არის ურთულესი, საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურ რეჟიმში აისახება აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. გააუქმონ საწვავზე აქციზი, იმისთვის რომ ფასმა დაიკლოს მინიმუმ 40 თეთრით და ეს აისახოს საყოველთაო მოხმარების პროდუქტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ის წნეხი, რომელიც გამოიწვია დოლარის კურსის ზრდამ და ლარის ინფლაციამ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები", - უთხრა ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ.

მისივე ინფორმაციით "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით მსგავსი აქციები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც იმართება. 


Print