ახალი ამბები
ანა წითლიძეს ზუგდიდის საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყდა
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ანა წითლიძეს საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა. წითლიძე ოპოზიციური პარტიის სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, პარლამენტში შესვლა მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.

"ბრძოლა იქნება ქუჩაშიც, საკრებულოშიც და პარლამენტშიც. რეალურად ეს არა პარლამენტში შესვლა, არამედ კიდევ ერთ ფრონტზე შესვლაა. შევდივართ ბრძოლის ველზე, რომ არცერთი კომფორტის ზონა არ დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ენმ-ის სიის 36-ე ნომერია.




Print