ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის გამო თეატრის ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია
ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რის გამოც აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება არავის მიუღია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
Print