ახალი ამბები
ახალგაზრდები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით მოხვდნენ, გაწერეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბოლო 3 პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩებოდა, ბინაზე უკვე გაეწერა.

8 ახალგაზრდა ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. ისინი ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print