ახალი ამბები
სოხუმი: მაშველები მდინარე გეგაში ჩავარდნილ რუს ტურისტს ეძებენ (ვიდეო)

აფხაზეთში, მდინარე გეგაში ჩავარდნილ რუს ტურისტს ეძებენ. თათარსტანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული დარია მანასოვა, 6 ივნისს, ბზიფის ხეობის

ერთ- ერთ  მდინარეზე გადებულ უჯებირო ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და დინებამ წაიღო.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება მათ, მოსკოვის დროით, 18 საათსა და 35 წუთზე მიიღეს. სამძებრო სამუშაოებში 30 - მდე მაშველია ჩართული, თუმცა, გაუჩინარებული ტურისტის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი წვიმების გამო, ბზიფის ხეობაში მდინარეების დონემ მკვეთრად იმატა.



 

Print