ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აღადგინეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული თანამშრომლები, ლაშა გვასალია და გრიგოლ დაგარგულია სამსახურში აღადგინეს.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გათავისუფლებულებმა მხარის ახალ რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას განცხადებით მიმართეს, რათა განეხილა მათი გათავისუფლების საკითხი. ამავე ცნობით, რწმუნებულმა ყოფილი გუბერნატორის, მალხაზ თორიას გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

გრიგოლ დაგარგულია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ხოლო ლაშა გვასალია სამხარეო ადმინისტრაციის აპარატს ხელმძღვანელობს. ისინი სამსახურში 9 ივნისს აღადგინეს.


Print