ახალი ამბები
ზუგდიდში მამაკაცს სცემეს
ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და ის კონტაქტურია. 

შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.



შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ მამაკაცი დაჭრილი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
Print