ახალი ამბები
სოხუმში ყოფილი საკონდიტროს შენობის ერთი სართული დაიწვა
სოხუმში, ყოფილი საკონდიტრო ქარხნის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ხანძარი 13 ივნისს, დღის საათებში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარმა შენობის ზედა სართულები მოიცვა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.


Print