ახალი ამბები
ძალადობის შედეგად დაღუპული მამაკაცის ახლობლები ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
გასული წლის სექტემბერში ჯგუფურად ძალადობის შედეგად დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთს, მათივე ინფორმაციით, 10 წლიანი, მეორეს კი 1 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ჭკადუას ახლობლები მოსამართლესთან შეხვედრას მოითხოვენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ორივე დამნაშავეს, რომელმაც რეალურად მოკლა ირაკლი, მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა. ფაქტია, რომ მფარველობენ მათ. ორივეს დასჯას მოვითხოვთ და აუცილებლად გავასაჩივრებთ", - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

2020 წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდში თხილის ქარხნის ეზოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირია დაკავებული. მათ ბრალად ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებათ.

გამოძიების ვერსიით, დაპირისპირების დროს დაშავებულ მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და სცემეს. პაციენტი რეფერირების დროს თბილისში, კლინიკაში შეყვანამდე დაიღუპა.




Print