ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელად გურამ ზესაშვილი მეორედ დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ისევ გურამ ზესაშვილი დაინიშნა. ის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ  პირადად წარუდგინეს.

ამ პოსტზე ზესაშვილმა ნიკოლოზ დიასამიძე შეცვალა, რომელიც ასევე ორჯერ იყო რეგიონის პოლიციის უფროსი. ბოლოს დიასამიძე ავთანდილ გალდავას ნაცვლად 2021 წლის თებერვალში დანიშნეს.

რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა.
Print