ახალი ამბები
ინგირში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა საცხოვრებელ შენობას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

"სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (Aცტიონ Aგაინსტ Hუნგერ) განახორციელა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (Aცტიონ Aგაინსტ Hუნგერ) პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი ინგირში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.




Print