ახალი ამბები
ზუგდიდში უცხოური ენის გამოცდაზე 95 აბიტურიენტი არ მივიდა

დღეს ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში უცხოური ენის გამოცდის პირველ სესიაზე 171 კურსდამთავრებული გამოცხადდა. სულ რეგისტრირებული იყო 266 აბიტურიენტი,

თუმცა 95 გამოცდაზე არ მივიდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ უთხრა.

„არ ყოფილა არც დაგვიანების და არც კორონავირუსის შემთხვევა. გამოცდების პირველმა სესიამ პრობლემების გარეშე ჩაიარა. ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია მეორე სესიაზე“, -აღნიშნა ქირიამ.

ინფორმაციისთვის, უცხოურ ენებში გამოცდები 3 დღე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი დღეს 80 აბიტურიენტს დაუდასტურდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

 

Print