ახალი ამბები
#ლექSOSთვის - მედიიის წარმომადგენლების მდუმარე აქცია ზუგდიდში

გარდაცვლილი ოპერატორის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა. ჟურნალისტები და ოპერატორები ქალაქის მთავარი ხეივნის

შუაგულში შეიკრიბნენ და მდუმარე აქციით გააპროტესტეს 5-6 ივლისის მოვლენები.

შეკრებილებმა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. სამართალდამცავებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით ვიდეოები გაავრცელა. უწყების მტკიცებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოპერატორი სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

37 წლის ოპერატორი დღეს დაკრძალეს. მას საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჟურნალისტები და ოპერატორები დახვდნენ და ვიდეო კამერების კორიდორი მოუწყვეს.

 

Print