ახალი ამბები
m² ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსს არ ააშენებს
დეველოპერული კომპანია m² ზუგდიდში, ლაზისა და თავისუფლების ქუჩებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთს ელექტორნულ აუქციონზე ყიდის. აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა კომპანიამ 2019 წელს დააანონსა. როგორც რადიო "ათინათს" m²-ის წარმომადგენელმა უთხრა, აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ განაპირობა. 

თავდაპირველად კომპანია 137 ბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავდა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა სპორტდარბაზით, აუზით, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგით. გარდა ამისა, მრავალბინიან შენობაში განთავსდებოდა კომერციული ფართებიც. მიწის ნაკვეთი m²-მა კერძო მესაკუთრეებისგან შეიძინა.


ამავე თემაზე: 

m²-ს ზუგდიდში საცხოვრებელი კომპლექსის აშენება სურს
Print