ახალი ამბები
ზუგდიდში, ჩხოუშის სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, "ფაიფურის" ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე 50-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს ოჯახის წევრები ეძებდნენ. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


Print