ახალი ამბები
ზუგდიდში ხე წაიქცა და მანქანები დააზიანა
ზვიად გამსახურდიას გამზირზე მრავალწლოვანი ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. ამასთან დაზიანებულია ელექტროსადენებიც. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებში იმ დროისთვის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხე, სავარაუდოდ, უხვი ნალექის შედეგად წაიქცა.
Print