ახალი ამბები
ზუგდიდში მამაკაცი, რომელმაც ძაღლი მოკლა, დამნაშავედ ცნეს
მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდში ძაღლს ესროლა და მოკლა, სასამართლომ დამნაშავეც ცნო. მას სასჯელის ზომად თავისუფლების 1 წლის ვადით აღკვეთა მიესაჯა, რაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირობითი/გამოსაცდელი ვადით შეეცვალა.

შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მამაკაცმა მძინარე ძაღლს მაშინ ესროლა, როცა ტერიტორიაზე ბავშვები იმყოფებოდნენ. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც მცირეწლოვნის თანდასწრებით ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.
Print