ახალი ამბები
ზუგდიდელი ნიკოლოზ ესართია ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ნიკოლოზ ესართიამ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, აკვრაში ზუგდიდელი სპორტსმენი ვერცხლის მედალს დასჯერდა და საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.



"ზუგდიდელმა ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და მეტოქე სპორტსმენებს შანსი არ დაუტოვა. ნიკოლოზის დაძლეული წონები: 123,127 და 129 კგ. ვულოცავთ ნიკოლოზს და ყველა მის გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს და ქალაქ ზუგდიდს, ვლადიმერ ბაღათურიას, მის პირად მწვრთნელს", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ესართია 73კგ (U17) წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

Print