ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და ფორდ ტრანზიტი შეეჯახნენ. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ამ ეტაპზე შესაბამისი კვლევები უტარდება.

სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print