ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელია ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ნათია გადელიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

"ნათია გადელია სამი ოქროს მედალის მფლობელია! ევროპის 2021 წლის ჩემპიონი და რეკორდსმენი ნათია გადელია, საქართველო, ზუგდიდი. გილოცავთ ყველას, ვულოცავთ თემურ ჯანჯღავას შრომის ღირსეულ დაფასებას, ასევე მის პირად მწვრთნელს ბეჟან ჭიჭინაძეს, ნათიას ოჯახსა და ყველა ქომაგს !", - ნათქვამია ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეჯიბრზე ატაცში ევროპის ჩემპიონის ტიტული ზუგდიდელმა ნიკოლოზ ესართიამაც მოიპოვა.
Print