ახალი ამბები
ზუგდიდში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ზუგდიდში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება. მისივე თქმით, ვაქცინაციის წერტილების გახსნამ კარგი შედეგი აჩვენა თბილისში. ამასთან, გაბუნიას შეფასებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი საყურადღებოა, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა.

„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, გუშინ, ჩატარდა 25 670 აცრა. ემატება ამცრელი წერტილები და ასევე, ემატება მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში. იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, ამ ეტაპზე გეგმაშია რუსთავია. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტეში ვაქცინაციის პროცესი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალსა და „ევექსის“ პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. მიმდინარე თვეში ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი ამცრელი პუნქტი გაიხსნა, რომელიც სასტუმრო „ოდიშის“ ყოფილი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს.


Print