ახალი ამბები
100%-იანი გრანტი 9 ზუგდიდელმა მოსწავლემ მოიპოვა
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 100%-იანი გრანტი ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების 9 მოსწავლემ მიიღო. დირექტორების ინფორმაციით, სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე აბიტურიენტები არიან:

მეორე საჯარო სკოლა - ნინო ჯგუშია;

მესამე საჯარო სკოლა - ანანო ქებურია, გიორგი ჩიტაია და გიორგი ქირია;

მეოთხე საჯარო სკოლა - ლუკა მებონია და მარიამ ვეკუა;

სასწავლო ცენტრი "ჯიელსი" - მარიამ ბულია;

შამგონის საჯარო სკოლა - მეგი ხასია;

ყულიშკარის საჯარო სკოლა - ლიზი ფარცვანია;


სასწავლო ცენტრ "ჯიელსის" მოსწავლე მარიამ ბულია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ჩაირიცხა, ამბობს, რომ დისტანციური სწავლების სირთულეების მიუხედავად, გამოცდებისთვის მომზადება მაინც შეძლო.

"ამ შედეგს არ ველოდი, რადგან პანდემიის და დისტანციური სწავლების გათვალისწინებით საკმაოდ რთული იყო მაქსიმალური შედეგის დადება. ვარ უზომოდ ბედნიერი. ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სკოლას "GLC"-ის და მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს. ისინი ყოველთვის მმატებდნენ ძალას, დისტანციური სწავლების დროსაც ცდილობდნენ ისე წარემართათ საგაკვეთილიო პროცესი, რომ მოტივაცია არ დაგვკარგვოდა. რაც შეეხება გამოცდებს, ვფიქრობ,რომ წინა წლებთან შედარებით უფრო რთული იყო", - გვითხრა მარიამმა.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს სრული დაფინანსება 27-მა ზუგდიდელმა მოსწავლემ მოიპოვა.



შენიშვნა: შესაძლოა ჩვენ ხელთ არსებული სია არასრული იყოს და ინფორმაცია განახლდეს.
Print