იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მესტიაში 50 წლამდე პირი დააკავეს									
			
		
						
			
			
			
								შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარასა  და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.      
უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე ინფორმაციით, მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებულია 50 წლამდე პირი.
ასევე, სხვა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან და ავტომობილიდან სხვადასხვა მოდელის ცეცხლასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ფაქტებზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები