ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსს კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან 2 ზუგდიდში ცხოვრობდა, ხოლო 1 ფოთიდან იყო.

ამავე ცნობით, ისინი რუხის და ფოთის „ევექსის“ საავადმყოფოებში იყვნენ მოთავსებულები. მათი ასაკი 65-დან 80 წლამდე მერყეობს.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 290 პირი, ხოლო ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print