ახალი ამბები
საქართველოდან 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული - სამინისტრო
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება:

იტალია (2 790 ტონა), გერმანია (747 ტონა), ესპანეთი (354 ტონა), ჩეხეთი (220 ტონა), პოლონეთი (168 ტონა), ლიეტუვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (22 ტონა), ბელგია (20 ტონა) ხორციელდება.

პროდუქტი ასევე გადის სომხეთში (354 ტონა), უკრაინაში (138 ტონა), რუსეთში (82 ტონა), ერაყში (72 ტონა), ბელარუსში (71 ტონა), ჩინეთში (52 ტონა), არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა), მექსიკაში (28 ტონა), არგენტინაში (26 ტონა), დიდ ბრიტანეთში (22 ტონა), თურქეთსა (22 ტონა) და უზბეკეთში (22 ტონა).

 

საქართველოდან 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

Print