ახალი ამბები
ვაქცინაციის გათამაშებაში ამ ეტაპისთვის ზუგდიდში აცრილმა 23-მა ადამიანმა მოიგო
ლატარიაში "აიცერი და მოიგე" დღეის ჩათვლით ზუგდიდში აცრილმა 23-მა პირმა მოიგო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად დაწყებულ გათამაშებაში მათ საჩუქრად 100-100 ლარი მიიღეს. 

ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით 14 სექტემბრიდან დაიწყო. მასში მონაწილეობისთვის მოქალაქეს ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან. შედეგების შემოწმება შესაძლებელია ბმულზე: https://stopcov.lotto.ge
Print