ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ ახალკახათში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ახალკახათის ტერიტორიაზე წუხელ, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდი-ანაკლიის ტრასაზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
Print