ახალი ამბები
ზუგდიდში კლინიკა "პერსონა მედი" გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი "პერსონა მედი" გაიხსნა. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის კვლევებსა და მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს შესთავაზებენ.
"პერსონა მედის" დირექტორის ნანა შენგელიას თქმით, კლინიკა ამბულატორიულ სექტორზეა გათვლილი და უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. 

"შევეცადე ერთ სივრცეში შემექმნა კომფორტული გარემო, სადაც პაციენტი შეძლებს მიიღოს ამბულატორიაზე გათვლილი ყველა მომსახურება. გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს ჩაუტარდება უფასო კვლევები და კონსულტაციები. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ჩემი ყოველდღიურობა აქამდეც ყოველთვის ითვალისწინებდა ამას, თუმცა ამჯერად მეტი შესაძლებლობა მეძლევა სიკეთის კეთების, იმ ადამიანების მომსახურების, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება ექიმების მხრიდან", - თქვა ნანა შენგელიამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში "პერსონა მედში" კონსულტაციებს კლინიკა "ჰელსიკორის" თბილისიდან ჩამოსული წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. მათ შორის არიან ონკოქირურგი დავით ლოლაძე, კარდიოქირურგი ლევან აროშიძე და ანგიოლოგი გაგა კეშელავა.

კლინიკა "პერსონა მედში" შემდეგი სამედიცინო მომსახურებაა ხელმისაწვდომი:


ენდოკრინოლოგი

კარდიოლოგი

გინეკოლოგი

ენდოკრინული ქირურგი

ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი

პედიატრი

ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაციები

ექოსკოპიური კვლევები

ექოკარდიოგრაფია

ჰოლტერის 24-საათიანი და 48-საათიანი ეკგ-მონიტორინგი

წნევის 24-საათიანი მონიტორინგი

ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი, მათ შორის COVID 19-ის PCR-კვლევა და კორონავირუსის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა.

კონსულტაციებზე და გამოკვლევებზე წინასწარი ჩაწერისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:

577 78 70 88; 591 05 05 95;

მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქუჩა # 13 (მე-4 საჯარო სკოლის წინ);




Print