რეგიონი
გიორგი შენგელია - ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც პოლარიზების დასრულება შეუძლია

პარტია "საქართველოსთვის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია 28-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.


კანდიდატი ამბობს, რომ ხმა იმ პოლიტიკურ გუნდს მისცა, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზების დასრულება შეუძლია.

,,მე ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილებების უზრუნველყოფის საქართველოსთვის, გუნდს რომელსაც შეუძლია დაასრულოს პოლარიზება ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ უკან მიგვაქანებს და გუნდს, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდების ჩართულობით რეალური პერსპექტივა შესთავაზოს ქვეყანას და შექმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც ღირსეული ქვეყნის მშენებლობის შესაძლებლობებს მოგვცემს'', - თქვა ჟურნალისტენთან გიორგი შენგელიამ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მერობისთვის სულ 4 კანდიდატი იბრძვის.

 

Print