ახალი ამბები
ანა წითლიძე: ზუგდიდში „კარუსელების“ მცდელობის 2 ფაქტი აღვკვეთეთ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი ყველა საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელების დააორგანიზებას ცდილობს.

შტაბის ხელმძღვანელის და პარლამენტარის ანა წითლიძის მტკიცებით, მათ მსგავსი ფაქტები უკვე აღკვეთეს 81-ე და 84-ე უბნებზე. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ 56-ე და 54-ე უბნებზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ.

„მე ახლა გავასაჯაროებ იმ ადამიანებს სიას, რომლებიც არიან ზუგდიდში კაზინო „ვეგასის“ თანამშრომლები: დიმა ჩახაია, ლევან მიქავა, საბა ქუთელია, გოჩა კეკუტია და ლაშა ჯაიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დავალება „ქართული ოცნების“ შტაბიდან, კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წევრისგან, გია სალიასგან, რომ დღის განმავლობაში იმ კონკრეტულ უბნებზე, სადაც მათ ექნებათ პრობლემა დაატრიალონ კარუსელი ანუ შევიდნენ ყალბი პირადობის მოწმობებით და მისცენ ხმა იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც არ არიან ზუგდიდში. ჩვენ შევძელით პირველი ასეთი ფაქტის აღკვეთა 81 და 84 უბნებზე, 56 და 55 უბნებზე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები და არაუფლებამოსილი პირები ასევე იმყოფებოდნენ 52 უბანზე - ხურჩაში. მე მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და ჩვენს წარმომადგენელს უბნებზე, იყავით ყურადღებით ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით და გავასაჯაროებთ ყველა იმ ადამიანის სახელ და გვარს ფოტოებს და სიას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კარუსელში და მოახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება“, - ამბობს წითლიძე.

„ქართული ოცნების“ შტაბში ყოფილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
Print