ახალი ამბები
მერაბ ქვარაია "კარუსელებთან" დაკავშირებით ენმ-ს ბრალდებებს პასუხობს
„ქართული ოცნების" შტაბში ე.წ. „კარუსელების“ დატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ენმ-ის ბრალდებებს უპასუხეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლის, მერაბ ქვარაიას შეფასებით, ბრალდება ცილისწამებაა, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. მისივე განცხადებით, ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ვხედავთ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ დარჩენიათ ის რომ კონსპირაციის თეორიებზე ისაუბრონ, გაყალბების მცდელობებზე ისაუბრონ, რაც ბუნებრივია ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ერთადერთი რეალური სურათი, რაც არის, რაც არსებობს და რაც დღის განმავლობაში იქნება, ეს არის გამჭვირვალე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების შესაძლებლობა. ის რისთვისაც ჩვენ ვემზადებოდით, ესე გამჭვირვალედ, თავისუფლად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები. მსგავსი ცილისწამებლური ბრალდებები ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ჩვენ მშვიდად, წყნარად გავაგრძელებთ დღეს არჩევნებს და დღის ბოლოს, ასევ წყნარად დამთავრდება“, - თქვა ქვარაიამ.


შეგახსენებთ, ენმ-ის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა იმ პირების ფოტოები გაასაჯაროეს, რომლებსაც, მათივე მტკიცებით, ქართული ოცნების“ დავალებით, "კარუსელების" დატრიალების მცდელობა ჰქონდათ.
Print