რეგიონი
ცესკო: ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათისთვის 6,32 %-ია
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე 7577 მოქალაქე უკვე მივიდა საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, რაც საერთო ამომრჩევლის 6,32%-ია.

მისივე თქმით, ეს საშუალო აქტივობაა, თუმცა არა მაღალი.

მირანდა მესხმა რადიო ,,ათიანთს'' უთხრა,  რომ სამართლიანი არჩევნების მხრიდან, ამ დროისთვის ოთხი საჩივარი დაიწერა.

,,ოთხი საჩივარი გვაქვს ამ ეტაპზე ოლქში რეგისტრირებული, აქიდან ნაწილი აღმოფხვრილია , ერთი არის დაგვიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურა არსებობს კომისიის წევრი, რომ იგვიანებს დროის მითითებოით რეგისტრირდება. თუ ესწრება ერთვება და ახერხებს იმ წილისყრაში მონაწილეობას, იღებს ფუნქციას, თუ არა და რჩება უფუნქციო კომისიის წევრი და ცვლილების წილისყრაში იღებს შემდეგ მონაწილეობას'', - აღნიშნა მირანდა მესხმა.

ზუგდიდში სულ 109 საარჩევნო უბანია გახსნილი. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, #67 ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერობისთვის სულ 4 კანდიდატი იბრძვის.
Print