რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანი: დიდი ალბათობით ზუგდიდს ეყოლება ახალი მერი მამუკა წოწერია
,,ქართული ოცნების'' ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩევლებს მადლობას უხდის. მისი ინფორმაციით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია დიდი ალბათობით იგებს.

"მინდა ყველას მივულოცო მშვიდობიადან ჩატარებული არჩევნები და ყველა ჩვენს მხარდამჭერს "ქართული ოცნების" გამარჯვება.ზუგდიდთან მიმართებაში კონკრეტული ეგზიტპოლი არ გვაქვს, თუმცა ის წინასწარი მონაცემები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ალბათობით, ზუგდიდს ეყოლება ახალი მერი მამუკა წოწერიას სახით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე შეფასებით, არჩევნებმა მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა.

Print