ახალი ამბები
ზუგდიდში პროპორციულ ნაწილში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 პარტია შევა. დათვლილია და ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულია 109-ვე უბნის მონაცემები პროპორციულ ნაწილში. პარტიებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 43.16% (22 166 ხმა);

„გახარია-საქართველოსთვის - 10.64% (5 463);

„ლელო“ - 1.44% (741 ხმა);

„ქართული ოცნება“ – 40.06% (20577 ხმა).

სხვა პარტიებმა 1%-იც ვერ მიიღეს. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, ცესკოს ვებგვერდზე ჯერჯერობით მონაცემები სრულად არ არის ატვირთული. პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობა 5 დეპუტატით ნაკლები იქნება. კერძოდ, 15-მდე მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა,  პროპორციული შემადგენლობა კი 30-მდე იზრდება. შესაბამისად, ნაცვლად 50 დეპუტატისა, საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება.
Print