ახალი ამბები
რუხს საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატი ეყოლება
ზუგდიდის მე-8 (რუხი, ნაწულუკუ, საჭკადუო) მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. საკრებულოში აღნიშნული სოფლის წარმომადგენელი მერაბ ჭაჭუა იქნება. მას მხარი 796-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 49.84%-ს შეადგენს. "ქართული ოცნების" მოქმედ დეპუტატ გოგი თოდუას კი ხმა 691 ადამიანმა მისცა, რაც 43.27% უდრის. 

რაც შეეხება "გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატ გურანდა ღურწკაიას, მან 110 ხმით 6.89% მოიპოვა.

მე-8 ოლქში სულ 4 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული, ყველა მათგანში ენმ-მ მმართველი პარტია დაამარცხა.
Print